აზერბაიჯანი 282 სამხედროს დაჭრის შესახებ იუწყება, სომხეთმა კი აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
აზერბაიჯანი 282 სამხედროს დაჭრის შესახებ იუწყება, სომხეთმა კი აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

აზერბაიჯანი 282 სამხედროს დაჭრის შესახებ იუწყება, სომხეთმა კი აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა

17 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/a-0-YHnVg.webp

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 12-14 სექტემბერს სომხეთის საზღვარზე მომხდარი ესკალაციის შედეგად - 282 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

„282 დაჭრილი სამხედროდან 43 ადამიანი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ არმიაში დაბრუნდა. 115 პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 103-ის - საშუალო სიმძიმისაა, 21-ის კი მძიმეა. ამავდროულად, აზერბაიჯანის მიერ სომხეთის შეიარაღებული ძალების პროვოკაციის შედეგად, დაშავებულია 2 მშვიდობიანი მოქალაქე. ერთი დაშავებული პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ სახლიდან გაწერეს, მეორეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავდროულად, ცნობლი ხდება, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საჩივარი შეიტანა. ამის შესახებ სააგენტო „არსენპრესს“ ევროსასამართლოში სომხეთის წარმომადგენლობის პრესმდივანმა, ჰასმიკ სამველიანმა განუცხადა.

„სომხეთმა მიმართა საერთაშორისო სასამართლოს აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის საფუძველზე“, - განაცხადა სამველიანმა.

მისი თქმით, წერილი უკვე გაიგზავნა, თუმცა, ის ოფიციალურად 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო