აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

28 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/k3S-L7V4R.webp

აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, არამ ტოროსიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 28 სექტემბერს, 18:00 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ნაღმტყორცნებიდან და მსხვილი კალიბრის იარაღიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე მდებარე სომხური საბრძოლო პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

მისი თქმით, სომხურმა მხარემ საპასუხო მოქმედებები განახორციელა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად მისი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, 28 სექტემბერს დაახლოებით 18:00 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სხვადასხვა მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, ქალბაჯარის ოლქის ალაგოლიარის მიმართულებით. დაბომბვის შედეგად დაიჭრა აზერბაიჯანის არმიის სამხედრო მოსამსახურე. მითითებულ მიმართულებით დისლოცირებულმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ უწყებას ეკისრება“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო