აზერბაიჯანის ელჩი - ჩვენ გამუდმებით ვხედავთ ქართული მხარის გულწრფელ დაინტერესებას, ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს - ასეც უნდა იქცეოდნენ ნამდვილი მეგობრები

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
აზერბაიჯანის ელჩი - ჩვენ გამუდმებით ვხედავთ ქართული მხარის გულწრფელ დაინტერესებას, ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს - ასეც უნდა იქცეოდნენ ნამდვილი მეგობრები
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

აზერბაიჯანის ელჩი - ჩვენ გამუდმებით ვხედავთ ქართული მხარის გულწრფელ დაინტერესებას, ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს - ასეც უნდა იქცეოდნენ ნამდვილი მეგობრები

15 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/9ri9QWn4R.webp

გლობალური და რეგიონული ტენდენციების ლოგიკა მოითხოვს კონფლიქტების მემკვიდრეობის თანდათანობით დაძლევას. ამიტომ, იმ აქტიურმა ძალისხმევამ და ინიციატივებმა, რომლებიც საქართველოს ხელმძღვანელობამ 2020 წლის ნოემბრის შემდეგ დაიწყო, სრულად სარგებლობს აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და ხალხის მოწონებით,- ამის შესახებ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა ფეიგ გულიევმა განაცხადა.

ამასთან, დიპლომატის თქმით, აზერბაიჯანმა და საქართველომ შეძლეს შეექმნათ რეგიონის ახალი სახე, გაეხსნათ იგი მსოფლიოსთვის, ექციათ მნიშვნელოვან საკომუნიკაციო ხიდად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

„აზერბაიჯანი მოწოდებულია რეგიონში მშვიდობის მისაღწევად. მთელი ჩვენი განვითარება ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში დაკავშირებულია მსხვილი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ყველაზე მჭიდრო და ორმხრივად მომგებიანი გზით. ვფიქრობ, ზედმეტია აქ ვინმესთვის ამ კურსის შედეგების ახსნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენმა ქვეყნებმა შეძლეს შეექმნათ რეგიონის ახალი სახე, გაეხსნათ იგი მსოფლიოსთვის, ექციათ მნიშვნელოვან საკომუნიკაციო ხიდად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. გლობალური და რეგიონული ტენდენციების ლოგიკა მოითხოვს კონფლიქტების მემკვიდრეობის თანდათანობით დაძლევას. ამიტომ, იმ აქტიურმა ძალისხმევამ და ინიციატივებმა, რომლებიც საქართველოს ხელმძღვანელობამ 2020 წლის ნოემბრის შემდეგ დაიწყო, სრულად სარგებლობს აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და ხალხის მოწონებით.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ ერთ-ერთ პირველ ჰუმანიტარულ ნაბიჯს, როდესაც 2021 წლის ივნისში, საქართველოს მთავრობის შუამავლობით, მოხდა დანაღმული ტერიტორიების რუკების გაცვლა.

მიმდინარე წლის ივლისში კი თბილისი გახდა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პლატფორმა. ჩვენ გამუდმებით ვხედავთ ქართული მხარის გულწრფელ დაინტერესებას ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს. ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების სწორედ ამ მიდგომისთვის. ვფიქრობ, რომ ასეც უნდა იქცეოდნენ ნამდვილი მეგობრები. მეგობრები, რომლებიც დაკავშირებულები არიან ინტერესების ერთიანობით და მეგობრები, რომლებიც ხედავენ პროგრესს ურთიერთთავსებადი სტრატეგიული განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე - რაც არის მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის მშენებლობა“, - განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო