აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს ქელბაჯარის რაიონში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხეთში ბრალდებას უარყოფენ

ამბები/ წყარო: 1tv.ge
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს ქელბაჯარის რაიონში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხეთში ბრალდებას უარყოფენ
ამბებიწყარო: 1tv.ge

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს ქელბაჯარის რაიონში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხეთში ბრალდებას უარყოფენ

30 ივლისი, 2022

erimedia_ravk/yzNT0Ok4g.jpeg

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს ქელბაჯარის რაიონში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხეთის თავდაცვის უწყება ბრალდებას უარყოფს.

ბაქოში აცხადებენ, რომ დღეს დილით სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს რამდენჯერმე გაუხსნეს ცეცხლი. მათივე ცნობით, გამოყენებული იყო სხვადასხვა კალიბრის შეიარაღება. „აზერბაიჯანის არმიამ ადეკვატური საპასუხო ზომების მიღების შედეგად მოწინააღმდეგის ცეცხლი ჩაახშო“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. საპასუხო განცხადება გააკეთეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბაქოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სტაბილურია. ავტორი - ლევან ახალაია

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო