აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხურმა ძალებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ახალი სანგრების გათხრა სცადეს, სომხური მხარე აღნიშნულს მორიგ დეზინფორმაციას უწოდებს
"9 სექტემბერს, შაბათს, დაახლოებით 19:15 საათზე, არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი იმყოფებოდა, აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინ ხოჯავენდის მიმართულებით ახალი სანგრების გათხრა სცადეს," - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
„ჩვენი არმიის ქვედანაყოფების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მიმდინარე სამუშაოები შეჩერდა,“ - აცხადებენ დეპარტამენტში.
ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს.
"აზერბაიჯანის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული განცხადება იმის შესახებ, რომ 9 სექტემბერს, დაახლოებით 19:25 საათზე, მარტუნის რაიონში არცახის თავდაცვის ძალებმა საფორტიფიკაციო სამუშაოები ჩაატარეს, რომელიც თითქოს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს, მორიგი დეზინფორმაციაა," - ნათქვამია სომხეთის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.