აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის აღდგენისთვის 3 მლრდ დოლარი გამოყო

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის აღდგენისთვის 3 მლრდ დოლარი გამოყო
ამბებიწყარო: www.bpn.ge

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის აღდგენისთვის 3 მლრდ დოლარი გამოყო

25 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/bnJ87j7Vg.jpeg

აზერბაიჯანმა, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ქალაქებისა და სოფლების ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლრდ დოლარი გამოყო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

„პოსტკონფლიქტურ პერიოდში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ქალაქები და სოფლები ნულიდან შენდება. ჩვენ დაგეგმვის ახალი მეთოდები გამოვიყენეთ, როგორიცაა „ჭკვიანი ქალაქები“, „ჭკვიანი სოფლები“. გარდა ამისა, ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლრდ დოლარზე მეტი გამოიყო. აზერბაიჯანი მზადაა მომავალში კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელოს ამ მიწების აღდგენაში“, - განაცხადა ბაირამოვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე. მისი გამოსვლა გაეროს ვებგვერდზე გავრცელდა.

2020 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღში განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგად, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონები და აღდამის რეგიონის ნაწილი, რომლებიც მანამდე არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლს ექვემდებარებოდა, აზერბაიჯანს გადაეცა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო