„აზიის განვითარების ბანკი“ - საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს 7%-ით არის მოსალოდნელი

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
„აზიის განვითარების ბანკი“ - საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს 7%-ით არის მოსალოდნელი
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

„აზიის განვითარების ბანკი“ - საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს 7%-ით არის მოსალოდნელი

21 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/ymyy4bn4g.webp

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს 7%-ით არის მოსალოდნელი, გაზრდილი ექსპორტისა და ტურიზმის, ფულადი გადარიცხვებისა და ძლიერი კერძო მოხმარების ფონზე, - ნათქვამია „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

აზიის განვითარების პროგნოზის 2022-ის განახლებული ვერსიის მიხედვით, რომელიც ADB-ის ყოველწლიური მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციაა, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2023 წელს 6%-ით არის მოსალოდნელი.

მათი ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში ADB 2022 წელს 3.5%-იან, ხოლო 2023 წელს 5%-იან ზრდას ელოდა, მიუხედავად რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო გაზრდილი რისკებისა.

„საქართველოში ტურიზმისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რაც მიანიშნებს, რომ ქვეყანა პანდემიის უარყოფითი შედეგების გადალახვის პროცესშია“,-განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, შეინ როზენტალმა.

„ADB საქართველოს ინფრასტრუქტურულ და სოციალურ განვითარებაში ეხმარება ბაზარზე წვდომის ხარჯების შემცირებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართობის მიზნით. საქართველოს ასევე შეუძლია სარგებელი მიიღოს ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფით მდგრადი ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესსა და სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით“, - განაცხადა მან.

განახლების მიხედვით, მომსახურების სფერო 15.3%-ით გაიზარდა საბინაო, კვების სერვისების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების ხარჯზე.

„გაიზარდა წარმოებაც 18%-ით მრეწველობისა და კომუნალური მომსახურების ზრდის შედეგად, სოფლის მეურნეობაში კი კარგი ამინდისა და მოსავლის ფონზე 2.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2022 წელს ინფლაციის ზრდა 11%-ით არის მოსალოდნელი მომავალ წელს 5%-იან შემცირებამდე, რაც მსოფლიოში სამომხმარებლო საქონელზე მოსალოდნელზე მაღალი ფასებითა და ძლიერი შიდა ზრდით არის განპირობებული.

ფისკალური დეფიციტი 2021 წლის 6.1%-დან 2022 წელს 4%-ზე ნაკლებ ნიშნულამდე შემცირდება ძლიერი ეკონომიკური ზრდისა და პანდემიის საპასუხოდ მიღებული შეზღუდვების მოხსნის შედეგად. სახელმწიფო ვალი მშპ-ს 49.5%-ის ექვივალენტიდან, 47%-მდე შემცირდა, რაც ნაწილობრივ შემცირებული სახელმწიფო დაკრედიტების შედეგია.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლის პირველ კვარტალში არსებული მშპ-ს 12.5%-იანი ექვივალენტიდან ერთი წლის შემდეგ მცირედით – 13%-მდე გაიზარდა.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო