ბაბუშერას ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ბაბუშერას ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ბაბუშერას ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა

23 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/fkBs4y74R.webp

დღეს, ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულებს იხსენებენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე უწყების წარმომადგენლებთან ერთად დიღმის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც 29 წლის წინ ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი და მათი საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

"1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, სამხედრო შენაერთ ”მხედრიონის” წევრები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რუსული სამხედრო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შეძლო, ცეცხლში გახვეული თვითმფრინავი სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში დაესვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ავიალაინერში მყოფთაგან მხოლოდ 24 მგზავრი გადარჩა, 108 კი - დაიღუპა. ცხედრები აეროპორტთან ახლოს, საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ბაბუშერას სამარხიდან ნეშტების ამოცნობა და გადმოსვენება მოხერხდა - 2010 წელს, წითელი ჯვრის ეგიდით, შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა, ცხედრების იდენტიფიცირება და გადმოსვენება.

გადმოსვენების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ტრაგედიის მსხვერპლთა ნეშტების უმრავლესობა დიღმის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული, ნაწილი კი, დაღუპულთა ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა იდენტიფიცირებისა და მათი გადმოსვენებისათვის, სახელმწიფოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობა კვლავ გრძელდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო