ბადრი ჯაფარიძე - პარტიების მიმართ უნდობლობა გამოწვეულია იმით, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლება ვერ შეცვალეს

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ბადრი ჯაფარიძე - პარტიების მიმართ უნდობლობა გამოწვეულია იმით, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლება ვერ შეცვალეს
ამბებიწყარო: imedinews.ge

ბადრი ჯაფარიძე - პარტიების მიმართ უნდობლობა გამოწვეულია იმით, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლება ვერ შეცვალეს

16 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/UH3fa4n4R.jpeg

პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობა გამოწვეულია იმით, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლება ვერ შეცვალეს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელშიც როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პოლიტიკური პარტიის მიმართ საზოგადოების ნდობის მაჩვენებელი შემცირებულია.

„პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობა გამოწვეულია იმით, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს იმ ხელისუფლების ცვლილება, რომელიც არ მოსწონს ჩვენი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას. ეს არის უკმაყოფილების მიზეზი და ეს პირდაპირ ჩანს, იმიტომ რომ უმრავლესობა ასევე მიიჩნევს, რომ ქვეყანა ცუდად იმართება“, - აცხადებს ჯაფარიძე.

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. შეკითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 25 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 8 პროცენტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 13 - პროცენტი სხვა პარტიებს, 54-მა პროცენტმა კი შეკითხვაზე შემდეგი პასუხი დააფიქსირა: არც ერთი პარტია, არ ვიცი და უარი პასუხზე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო