ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ რვა ცხედარია ნაპოვნი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, კიდევ ორი ცხედარი იპოვეს. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ნაპოვნია 8 ცხედარი, ხოლო ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 1 პირის მიმართ.
მეხანძრე-მაშველები, სტიქიის ეპიცენტრში, სამძებრო ღონისძიებას შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ.
სტიქიის ზონაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე.
ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილიც, რომელიც სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვანელობს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო