ბაიდენი - თუ კონგრესი არ მიიღებს სასწრაფო ზომებს ახალ წელს, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, დამატებითი დახმარება გამოუყოს უკრაინას. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
"თუ კონგრესი არ მიიღებს სასწრაფო ზომებს ახალ წელს, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად. კონგრესმა უნდა იმოქმედოს ყოველგვარი შეფერხების გარეშე", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ცხადყოფს, რომ პუტინის მიზნები უცვლელია.
"ეს არის შეხსენება მსოფლიოსთვის, რომ ამ დამანგრეველი ომის თითქმის ორი წლის შემდეგ, პუტინის მიზანი უცვლელი რჩება. ის ცდილობს გაანადგუროს უკრაინა და დაიმორჩილოს მისი ხალხი. ის უნდა შევაჩეროთ", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო