erimedia_ravk/-aBCWXVIR.jpeg

ბაიდენმა ნეთანიაჰუს ბრძოლების „დროებით შეჩერება“ სთხოვა; ღაზაში „ტაქტიკური პაუზის“ მოწოდებით დიდი შვიდეულის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებიც გამოდიან

ამბები
ბაიდენმა ნეთანიაჰუს ბრძოლების „დროებით შეჩერება“ სთხოვა; ღაზაში „ტაქტიკური პაუზის“ მოწოდებით დიდი შვიდეულის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებიც გამოდიან
ამბები

ბაიდენმა ნეთანიაჰუს ბრძოლების „დროებით შეჩერება“ სთხოვა; ღაზაში „ტაქტიკური პაუზის“ მოწოდებით დიდი შვიდეულის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებიც გამოდიან

erimedia_ravk/-aBCWXVIR.jpeg
8 ნოე

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მან ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ბრძოლების დროებით შეჩერება სთხოვა. როგორც მანამდე თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, აშშ-ისა და ისრაელის ლიდერებმა „ტაქტიკური პაუზის“ შესაძლებლობა განიხილეს, რაც მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და მძევლების შესაძლო გათავისუფლების გამო. ბაიდენს რეპორტიორმა ჰკითხა, შესთავაზა თუ არა მან ისრაელის პრემიერ-მინისტრს სამდღიანი პაუზა, თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა ე.წ. პაუზის ხანგრძლივობაზე კომენტარი არ გააკეთა.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო მოქმედებების დროებით შეჩერების მოწოდებით გამოდიან დიდი შვიდეულის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებიც. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ღაზის სექტორს ჰუმანიტარული მარაგი მიეწოდოს.

„ხაზს ვუსვამთ ისრაელის უფლებას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი. ისრაელი ცდილობს 7 ოქტომბრის თავდასხმის გამეორება აიცილოს თავიდან. ასევე მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარულ პაუზებს, რაც ხელს შეუწყობს სასწრაფო დახმარების მიწოდებას, სამოქალაქო პირების გადაადგილებას და მძევლების გათავისუფლებას“, - აცხადებენ აშშ-ის, ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები. განცხადებაში მინისტრები ასევე მოუწოდებენ ირანს, თავი შეიკავოს „ჰამასის“, „ჰეზბოლას“ და სხვა აქტორების მხარდაჭერისგან და საკუთარი გავლენა შექმნილი სიტუაციის დეესკალაციისთვის გამოიყენოს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო