ბაქო მხარს დაუჭერს ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას, მაგრამ არ იქნება ინიციატორი - ილჰამ ალიევი

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
ბაქო მხარს დაუჭერს ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას, მაგრამ არ იქნება ინიციატორი - ილჰამ ალიევი
ამბებიწყარო: www.bpn.ge

ბაქო მხარს დაუჭერს ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას, მაგრამ არ იქნება ინიციატორი - ილჰამ ალიევი

4 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/j2SBKIG4R.jpeg

აზერბაიჯანი მხარს დაუჭერს ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტს, თუ თურქმენეთის ხელისუფლება გადაწყვეტს მის მშენებლობას, მაგრამ ბაქო არ იქნება პროექტის ინიციატორი - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

"რაც შეეხება ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის პროექტს, ის დიდი ხნის განმავლობაში განიხილება, ფაქტობრივად, 15 წელია, მაგრამ პროექტის განსახორციელებლად პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა“, - განაცხადა ალიევმა იტალიურ გაზეთი Il Sole 24 Ore-სთან საუბრისას.

მისი თქმით, ტრანსკასპიური გაზსადენი არ არის აზერბაიჯანის პროექტი. „ეს პროექტი ეფუძნება თურქმენეთის რესურსებს. ამიტომ, თუ თურქმენეთის მთავრობა გადაწყვეტს ამ გაზსადენის აშენებას, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება. თუ ისინი მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ. მაგრამ ჩვენ აქ ინიციატორები არ ვიქნებით“, - განაცხადა ალიევმა.

მან დასძინა, რომ აზერბაიჯანმა ერთხელ წამოიწყო ნავთობისა და გაზის ძირითადი რეგიონული პროექტების განხორციელება: სამხრეთ გაზის დერეფნის, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა. მისი თქმით, ამ პროექტების განსახორციელებლად აზერბაიჯანმა შექმნა გუნდი, აწარმოა მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოებთან, მომხმარებლებთან, კომპანიებთან. აზერბაიჯანი ასევე მოქმედებდა როგორც მთავარი ინვესტორი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„მინდა ვთქვა, რომ ასეთი პროექტების ინიციატორები არიან არა სატრანზიტო ქვეყნები, არამედ რესურსების მფლობელები“, - აღნიშნა ალიევმა, „ტრანზიტულ ქვეყნებს შეუძლიათ მხოლოდ მხარდაჭერა, ტერიტორიის უზრუნველყოფა და სატრანზიტო ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება“.

ალიევის თქმით, ამჟამად აზერბაიჯანი და თურქმენეთი კასპიის ზღვაში „დოსტლუგის“ საბადოს ერთობლივი განვითარების საკითხს განიხილავენ, რომელიც, მისივე თქმით, „არ არის გაზის საბადო, ძირითადად ნავთობის საბადოა“.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო