erimedia_ravk/Y1MJCRWSg.jpeg

ბაქოს გრანდ სლემი: ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალშია, ეთერ ლიპარტელიანი მეოთხედფინალში იჭიდავებს (ვიდეო)

ამბები

22 სექ

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით გიორგი სარდალაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე (ორივე 66 კგ), მარი მახარაშვილი (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობენ.

ჩხვიმიანმა ტურნირის მეოთხედფინალში თურქი ილდისი ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

გრანდ სლემზე ასევე წარმატებულად ასპარეზობს ეთერ ლიპარტელიანიც. ქართველმა მერვედფინალში ფრანგ დევიქტორს სძლია და ნახევარფინალში გასასვლელად პორტუგალიელ ტელმა მონტეიროს შეხვდება.

მარგველაშვილმა, ნადირაძემ, სარდალაშვილმა და მახარაშვილმა ადრეულ ეტაპზე წააგეს და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო