ბაქოში დაშალეს აქცია, სადაც სახმელეთო საზღვრების გახსნას ითხოვდნენ

ამბები/ წყარო: netgazeti.ge
ბაქოში დაშალეს აქცია, სადაც სახმელეთო საზღვრების გახსნას ითხოვდნენ
ამბებიწყარო: netgazeti.ge

ბაქოში დაშალეს აქცია, სადაც სახმელეთო საზღვრების გახსნას ითხოვდნენ

20 ივლისი, 2022

erimedia_ravk/14YZsAgVg.jpeg

გამოცემა კავკაზსკი უზელის ცნობით, დღეს, 20 ივლისს ბაქოში, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების მოთხოვნით მინისტრთა კაბინეტის შენობასთან გამართულ აქციაზე 20-მდე მოქალაქე დააკავეს.

აზერბაიჯანის სახმელეთო  საზღვარი ორ წელზე მეტია დაკეტილია. თუ პირველი წელიწადნახევარი მოქალაქეებისთვის კორონავირუსით გამართლებული დროებითი უხერხულობა იყო, დღეს ჩაკეტილი საზღვარი მოქალაქეებისთვის უკიდურესად აბსურდულად და უსამართლოდ გამოიყურება.პირბადის ტარების რეჟიმი გაუქმებულია, თითქმის დავიწყებულია კოვიდ-პასპორტებიც. ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით ტარდება მსხვილი ღონისძიებები, იგეგმება ფორმულა- 1 ის რბოლის ეტაპის ჩატარებაც. ამ ფონზე კი, მხოლოდ “სახმელეთო კარია” ჩაკეტილი, რაც ახალი ინტერპრეტაციების საფუძველს იძლევა. მათგან ყველაზე ბანალური ვერსიაა ის, რომ ხელისუფლება ინერციით ცდილობს სიტუაციის კონტროლს, რისი გაკეთებაც ბევრად მარტივია, როდესაც ყველა მოქალაქე გადაადგილდება ერთი აეროპორტის გავლით და არა მრავალი საკონტროლო გამშვები პუნქტით.

საქმე იმაშია რომ ბაქოს მერიამ აქციის ჩატარებაზე წინასწარ ნებართვა არ გასცა, რადგან აღნიშნულ საკითხზე პროტესტი “მიზანშეწონილად არ მიიჩნია”, შესაბამისად, როგორც წესი, აზერბაიჯანში ყველა “არასანქცირებულ” აქციას პოლიცია შლის.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ჩაკეტილი საზღვრების გამო ვერ გაყავთ ახლობლები სამკურნალოდ საზღვარგარეთ, რადგან ავიაბილეთები ძვირი ღირს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ დააკავა ყველა, ვინც აქციის დროს მედიას ინტერვიუ მისცა. ამასთან, როგორც კავკაზსკი უზელი წერს, გამოცემა შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ დაკავებულები არ ჰყავთ, მოქალაქეები “უბრალოდ ჩამოაცილეს ტერიტორიას”.

“აბსურდული რეგულაცია” – რატომ არ ხსნის აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს ორი წელი
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო