erimedia_ravk/hv8I-TJ4g.jpeg

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

ამბები
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა
ამბები

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა

erimedia_ravk/hv8I-TJ4g.jpeg
16 თებ

2023 წლის ბაკურიანის ჩემპიონატი ოფიციალურად გახსნილია, განაცხადა „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც მან განმარტა, ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ღონისძიება 18 თებერვალს გაიმართება.

„2023 წლის ბაკურიანის ჩემპიონატი ოფიციალურად გახსნილია. დღეს ვარჯიშების დაწყების დიდი სტარტია. ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემპიონატი გახსნილია, რადგან ვარჯიშები დაიწყო. 18 თებერვალს გახსნის ოფიციალური ღონისძიებაა. 19 თებერვლიდან კი უკვე პირველი ფინალები იწყება. ჩვენმა გუნდმა, ფედერაციამ, ყველა იმ უწყებამ, რომელიც ჩართული იყო ჩემპიონატის მომზადებაში დიდი ნაბიჯები გადადგა. ეს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობის ჩემპიონატია“, – აღნიშნა ირაკლი ბურჭულაძემ.

შეჯიბრებაში მონაწილეობას 50 სპორტსმენი მიიღებს. შეგახსენებთ, რომ დღეიდან 5 მარტამდე, ბაკურიანი ფრისტაილის სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. მთავარი ლოკაციები დიდველისა და კოხტას მთებია.

სწორედ აქ შეიკრიბება ასობით სპორტსმენი 42 ქვეყნიდან, 7 სახეობაში საასპარეზოდ. მათ შორის გამოვლენ ქართველი ათლეტები სქი-ქროსის და ფრისტაილის კატეგორიაში.

მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო