ბათუმის და ფოთის პორტის ტვირთბრუნვა გაიზარდა

ამბები/ წყარო: bm.ge
ბათუმის და ფოთის პორტის ტვირთბრუნვა გაიზარდა
ამბებიწყარო: bm.ge

ბათუმის და ფოთის პორტის ტვირთბრუნვა გაიზარდა

27 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/fbFzQYZ4R.jpeg

ეკონომიკის სამინისტრომ ქართული პორტების ტვირთბრუნვის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანამხად, როგორც ბათუმის, ასევე ფოთის პორტში გატარებული ტვირთების მოცულობა გაზრდილია. ასევე მომატებულია საქართველოს რკინიგზის მიერ გატარებული ტვირთების რაოდენობაც.  2022 წლის პირველ ნახევარში გატარებული ტვირთები: ბათუმის პორტი - 2.5 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 0.7 მილიონი ტონა; ფოთის პორტი - 3.8 მილიონი ტონა, მატება წინა წელთან 0.3 მილიონი ტონა.  აღსანიშნავია, რომ გაზრდილია საკონტეინერო ტვირთბრუნვაც. იანვარ - ივნისში 221 ათას კონტეინერის მომსახურება მოხდა, რაც 17 ათას 149 ერთეულით მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. აქედან 167 ათასი კონტეინერის მომსახურება მოხდა ფოთის, 54 ათასი კონტეინერის კი ბათუმის საზღვაო ნავსადგურში. რაც შეეხება სახმელეთო გადაზიდვებს, საავტომობილო გზით 13.5 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა, რკინიგზით კი, 6.8 მილიონის, რაც 800 ათასი ტონით მეტია 2021 წლის 6 თვის შედეგზე. მთლიანობაში საქართველოს სატრანზიტო დერეფანში ტვირთბრუნვამ 20.4 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1 მილიონი ტონით მეტია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო