ბათუმში 29 წლის მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში 29 წლის მამაკაცი დაჭრეს - შემთხვევა გორგასალის ქუჩაზე დაახლოებით 19 საათზე მოხდა.
როგორც დაჭრილის მამა ყვება, კონფლიქტი მანქანის არასწორი პარკირების გამო დაიწყო, რა დროსაც მის შვილს სახისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.
დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უცნობია, დაკავებულია თუ არა სავარაუდო დამნაშავე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო