ბათუმში, ბერკლის უნივერსიტეტისა და სილიკონის ველის სპიკერების მონაწილეობით, ევროპის ინოვაციების აკადემიის ბანაკი იმართება

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ბათუმში, ბერკლის უნივერსიტეტისა და სილიკონის ველის სპიკერების მონაწილეობით, ევროპის ინოვაციების აკადემიის ბანაკი იმართება
ამბებიწყარო: imedinews.ge

ბათუმში, ბერკლის უნივერსიტეტისა და სილიკონის ველის სპიკერების მონაწილეობით, ევროპის ინოვაციების აკადემიის ბანაკი იმართება

5 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/amKr1vGVg.jpeg

ევროპის ინოვაციების აკადემიის „ინოვაციისა და ლიდერობის ბანაკი“ ბათუმში ტარდება. მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამაში მონაწილეობას წელს ასი, ხოლო მომავალ წელს, სამასამდე სტუდენტი მიიღებს.

ევროპის ინოვაციების აკადემია აჭარის მთავრობის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. აღინიშნა რომ მსგავსი საერთაშორისო მასშტაბის საზაფხულო სკოლები მნიშვნელოვანია როგორც აჭარის, ბათუმის პოზიციონირებისთვის და ასევე სტუდენტების განათლების ხელშეწყობისთვის.

საერთაშორისო ბანაკში სტუდენტები 11 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილები. სასწავლო პროგრამას წარმართავენ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტისა და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის, სტენფორდის უნივერსიტეტის პედაგოგების, ასევე Google-ის, Facebook-ისა და სილიკონის ველის სხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელობის მხარდაჭერით.

პროგრამა საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტთან, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრთან (USMAC) და Startup Connect-თან პარტნიორობით ჩატარდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო