ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ადგილზე ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფება.
„ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფების მიერ ხორციელდება სანიაღვრე ჭებისა და არხების გაწმენდითი სამუშაოები და შესაბამისი სალიკვიდაციო ღონისძიებები.
"უხვი ნალექის გამო კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები, რამაც გამოიწვია მიმდებარე ქუჩების დატბორვა", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემოერთებულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიწის მასის ჩამოშლა. წყლის დროულად გადინების მიზნით გახსნილია ზღვაში გამსვლელი ყველა სანიაღვრე არხი.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
21 აგვ
2. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
15 აგვ
3. ჯორჯ სოროსის ფონდი ევროკავშირის ქვეყნებში თავის საქმიანობას ზღუდავს
7 ოქტ
4. ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა - საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია მიმართვას ავრცელებს
9 სექ
5. სერგეი ლავროვი - რუსეთმა მიიღო ინფორმაცია „თურქული“ და „ლურჯი“ ნაკადის გაზსადენების აფეთქების გეგმის შესახებ
Სარეკლამო
Სარეკლამო