BBC საქართველოს პილიგრიმული ტურიზმის შესახებ წერს

ამბები/ წყარო: gnta.ge
BBC საქართველოს პილიგრიმული ტურიზმის შესახებ წერს
ამბებიწყარო: gnta.ge

BBC საქართველოს პილიგრიმული ტურიზმის შესახებ წერს

12 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/fkaXiuGVg.jpeg

BBC  სამოგზაურო გვერდზე  კაცხის სვეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტმა, პრიანკმა შანკარმა საქართველოში იმოგზაურა და მკითხველს იმერეთში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა. სტატიაში აღწერილია ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე კაცხის სვეტი და მონასტერი, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს.

„თბილისიდან 220 კილომეტრი ვიმგზავრე და საოცარი ქვის სტრუქტურა აღმოვაჩინე. მანამდე დიდი  ხნის განმავლობაში აღფრთოვანებული ვიყავი ბერძნული მეტეორაზე მდებარე მონასტრით, რომელიც ბუნებრივი კლდის ბასრი სვეტებით გამოირჩევა. შემდეგ შევიტყვე საკმაოდ ორიგინალური მონასტრის შესახებ, რომელიც საქართველოში მდებარეობს და აქ მოსახვედრად ბერებს აძრომა სჭირდებათ. კაცხის სვეტზე მდებარე მონასტერში ბერები საუკუნეებია ცხოვრობენ, დღეს ეს ადგილი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის პილიგრიმულად საინტერესოა, კაცხის სვეტი უამრავ ტურისტს იზიდავს’’.

სტატიაში აღწერილია ბერების ცხოვრება და კაცხის სვეტის მონასტრის აღდგენის ისტორია.

„ისტორიკოსების ვარაუდით ბერებმა კაცხის სვეტზე მოღვაწეობა დაახლოებით მე-10 საუკუნიდან დაიწყეს. ოსმალების შემოსევის დროს ბერები სვეტზე აღარ ადიოდნენ. მონასტრის  მდგომარეობა 1944 წლამდე ბურუსით იყო მოცული. სწორედ ამ წელს კაცხის სვეტზე ქართველი მწერლები ლევან გოთუა და აკაკი ბელიაშვილი, არქიტექტორი ვახტანგ ცინცაძე და ალპინისტი ალექსანდრე ჯაფარიძე ავიდნენ, მათ ეკლესიის ნანგრევები აღმოაჩინეს. ექსპედიციის წევრებმა  ეკლესიის ნანგრევებთან ერთად სამ კელიას და ღვინის მარანსაც მიაკვლიეს.

მონასტრის ხელახალი აღმოჩენიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დახმარებით, ბერმა მაქსიმე ქავთარაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად  ტაძარი აღადგინა. დამონტაჟდა 40 მეტრიანი ლითონის კიბე“, - წერს BBC-ის ჟურნალისტი.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო