erimedia_ravk/hVJ-3agIg.jpeg

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

ამბები
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში
ამბები

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში

erimedia_ravk/hVJ-3agIg.jpeg
23 აგვ

23 აგვისტოს ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, ქალბატონი ჰაჯა ლაბიბი დელეგაციის წევრებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) და სხვა სასულიერო პირებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში ბატონი ვახტანგ მახარობლიშვილი.

მხარეებმა განიხილეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა. ასევე ისაუბრეს მართლმადიდებელი ეკლესიის როლზე ქვეყნის ცხოვრებაში და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

მეუფე თეოდორემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მადლიერება გამოხატა ბელგიის ხელისუფლების მიმართ, ბელგიაში არსებული ქართული სამრევლოებისა და დიასპორის ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის.

ქალბატონმა ჰაჯა ლაბიბმა მღვდელმთავრებს საინტერესო საუბრისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისთვის ისინი საპასუხო ვიზიტით ბელგიაში მიიწვია.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

erimedia_ravk/84WL3-gSR.jpeg
erimedia_ravk/E5jBqaRSg.jpeg
ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო