ბელგიის სამეფოს დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის საქმიანობას და თბილისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადის მართვის საკითხებს გაეცნო

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ბელგიის სამეფოს დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის საქმიანობას და თბილისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადის მართვის საკითხებს გაეცნო
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ბელგიის სამეფოს დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის საქმიანობას და თბილისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადის მართვის საკითხებს გაეცნო

13 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/NiNL2qGVg.webp

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანს, ნიკოლ დე მურს და დელეგაციის წევრებს მიგრაციის დეპარტამენტში უმასპინძლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ და მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, მიხეილ ჩიკვაიძემ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დეპარტამენტის საქმიანობის, ასევე, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საერთაშორისო დაცვის კუთხით არსებული სტანდარტებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ.

„ბელგიის სახელმწიფო მდივანმა, ნიკოლ დე მურმა და დელეგაციის წევრებმა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრიც დაათვალიერეს და ადგილზე არსებულ სერვისებს გაეცნენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე ეწვია თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, სადაც ბელგიელ სტუმრებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გურამ დავითაშვილმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ კანონში“ შესული ცვლილების შესაბამისად ამოქმედებული ე.წ. გასვლის კონტროლის განხორციელების პროცედურა, სასაზღვრო გამტარი პუნქტის საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ინფრასტრუქტურა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ მესაზღვრე-კონტროლიორების მუშაობის სპეციფიკას და კინოლოგიური სამსახურის აქტივობები ეხილათ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო