ბენ ჰოჯესი - აშშ-ის მიზნები უნდა მოიცავდეს რუსეთის „დეიმპერიალიზაციას“
5 სექტემბერი, 2022

ვფიქრობ, აშშ-ის სამხედრო მიზნები ამ კონფლიქტში უნდა მოიცავდეს რუსეთის „დეიმპერიალიზაციას“, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი “ტვიტერში“ წერს, რითაც ეხმიანება ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კურტ უოლკერის განცხადებას, რომ რუსეთის "იმპერიალისტური ომები" მეზობლების წინააღმდეგ არ დაწყებულა უკრაინაში, არამედ „ეს მოხდა საქართველოში“ და „არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ რუსეთი ჯერ კიდევ საქართველოშია".
მისი თქმით, მსოფლიო ახლა რუსეთის დასასრულის დასაწყისს ხედავს.
„მეჩვენება, რომ ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერაციის დასასრულის დასაწყისს, როგორც ეს დღეს გამოიყურება. ამისათვის მზად უნდა იყოთ. ჩვენ მზად არ ვიყავით სსრკ-ს დასასრულისთვის“, - წერს ამერიკელი გენერალი.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო