erimedia_ravk/nrcvpgVSR.webp

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ღაზაში მიმდინარე სახმელეთო ოპერაცია „ჰამასთან“ ომის მეორე ეტაპია, ეს იქნება ხანგრძლივი და რთული ომი, ჩვენ გავიმარჯვებთ

ამბები
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ღაზაში მიმდინარე სახმელეთო ოპერაცია „ჰამასთან“ ომის მეორე ეტაპია, ეს იქნება ხანგრძლივი და რთული ომი, ჩვენ გავიმარჯვებთ
ამბები

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ღაზაში მიმდინარე სახმელეთო ოპერაცია „ჰამასთან“ ომის მეორე ეტაპია, ეს იქნება ხანგრძლივი და რთული ომი, ჩვენ გავიმარჯვებთ

erimedia_ravk/nrcvpgVSR.webp
29 ოქტ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში მიმდინარე სახმელეთო ოპერაცია „ჰამასთან“ ომის მეორე ეტაპია, რომელსაც ძალიან მკაფიო მიზნები აქვს.

როგორც ნეთანიაჰუმ ბრიფინგზე განაცხადა, ისრაელის დამატებითი სახმელეთო ძალები ღაზაში შევიდნენ, რათა „ჰამასი“ დაშალონ და მძევლები სახლში დააბრუნონ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ მათი ჯარისკაცები და მეთაურები ახლა ღაზის სექტორში იმყოფებიან და „ისინი ყველგან არიან განლაგებული“.

ამასთან, ნეთანიაჰუ გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსაც.

„ნუ დაგვადანაშაულებთ ომის დანაშაულებში. თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ჩვენი ჯარისკაცების დადანაშაულება ომის დანაშაულებში, ეს ფარისევლობაა. ჩვენ ვართ ყველაზე მორალური არმია მსოფლიოში“, – ამბობს ნეთანიაჰუ.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად სიფრთხილის ზომებს იყენებენ. ამასთან, ნეთანიაჰუმ „ჰამასი“ „თავიანთი ხალხის ფარად გამოყენებით“ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა.

„ეს იქნება ხანგრძლივი და რთული ომი. ჩვენ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო