ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი უარყოფს საერთაშორისო საზოგადოების კარნახს პალესტინელებთან მუდმივი შეთანხმების შესახებ, შეთანხმება მიღწეული იქნება პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, წინაპირობების გარეშე
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს „ცალმხრივად“ დაწესებას.
ნეთანიაჰუს თქმით, აღნიშნულ საკითხზე მისი მთავრობა კენჭს უყრის „დეკლარაციულ გადაწყვეტილებას“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის ყოველკვირეული შეხვედრის დაწყებისას აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე ბოლო დროს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მოსმენილი განცხადებების შემდეგ მივიდა.
„განცხადება ასეთია: ისრაელი პირდაპირ უარყოფს საერთაშორისო საზოგადოების კარნახს პალესტინელებთან მუდმივი შეთანხმების შესახებ. ასეთი შეთანხმება მიღწეული იქნება მხოლოდ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, წინაპირობების გარეშე. ისრაელი განაგრძობს პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივად აღიარების წინააღმდეგობას“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.