erimedia_ravk/nYfgEIGIg.jpeg

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ

ამბები
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ
ამბები

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ

erimedia_ravk/nYfgEIGIg.jpeg
7 ოქტ

ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, მტერი არნახულ ფასს გადაიხდის.

„ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ. არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში, არამედ ომში. დილით „ჰამასმა“ ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მოულოდნელი თავდასხმა დაიწყო. ჩვენ დილიდან ამ მდგომარეობაში ვართ. მოვიწვიე უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელები. უპირველეს ყოვლისა, მივეცი დავალება ისრაელში შემოჭრილი ტერორისტების გაწმენდის შესახებ. ეს ოპერაცია ამ დროისთვის მიმდინარეობს. ამასთან ერთად, გავეცი ბრძანება ფართო სარეზერვო მობილიზაციისა და საპასუხო ომისა, ისეთი ძალითა და მასშტაბით, როგორიც არასდროს უნახავთ. მტერი არნახულ ფასს გადაიხდის. ამავდროულად, მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს, მკაცრად დაემორჩილონ არმიის მითითებებს. ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.

ამასთან, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო