ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელმა უნდა გააკონტროლოს ღაზის საზღვარი ეგვიპტესთან
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა უნდა გააკონტროლოს ღაზის საზღვარი ეგვიპტესთან. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ხელახლა დაიკავებს კონტროლს ღაზის სექტორის საზღვარზე ეგვიპტესთან და განაგრძობს ისრაელის მიზნის შესრულებას „ჰამასის“ გასანეიტრალებლად.
„ომი თავის სიმაღლეზეა და ის მრავალი თვე გაგრძელდება. ღაზის საზღვარი ეგვიპტესთან ჩვენს ხელში უნდა იყოს. ის უნდა დაიხუროს. ნათელია, რომ ნებისმიერი სხვა შეთანხმება არ უზრუნველყოფს დემილიტარიზაციას, რომელსაც ჩვენ ვეძებთ“,-განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო