„ბიბისი“ - ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის დაბომბვას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„ბიბისი“ - ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის დაბომბვას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა
ამბებიწყარო: 1tv.ge

„ბიბისი“ - ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის დაბომბვას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

6 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/0kfmMjz4g.jpeg

ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის დაბომბვას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს მონაცემებით, მსხვერპლთა შორის არიან ხუთი წლის ბავშვი, ორი ქალი და დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ წევრები, მათ შორის მათი ლიდერი ტაისერ ჯაბერი.

ისრაელმა ღაზას სექტორის დაბომბვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარასკევს ისრაელის მიმართულებით 300-მდე რაკეტა იქნა გაშვებული. რაკეტების ნაწილი ღაზას სექტორის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ნაწილი კი, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის – „რკინის გუმბათის“ მიერ იყო განადგურებული.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვების შედეგად სულ მცირე 120 ადამიანია დაშავებული.

ისრაელში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში დაჯგუფების 30-მდე ობიექტი გაანადგურეს, მათ შორის საბრძოლო მასალების ორი საწყობი და რაკეტების მწარმოებელი ექვსი ქარხანა.

დაბომბვებთან ერთად, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყო მდინარე იორდანეს მარჯვენა ნაპირზე, რომლის კოდური სახელწოდებაა „განთიადი“. ოპერაციის შედეგად დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ 19 წევრია დაკავებული. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოპერაცია ერთ კვირას გაგრძელდება.

ავტორი - გიორგი აფხაიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო