„ბიბისი“ - მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნების დროს ჯო ბაიდენის ვაჟთან დაკავშირებული სტატიის გაზიარება FBI-დან მიღებული გაფრთხილების შემდეგ შეზღუდა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„ბიბისი“ - მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნების დროს ჯო ბაიდენის ვაჟთან დაკავშირებული სტატიის გაზიარება FBI-დან მიღებული გაფრთხილების შემდეგ შეზღუდა
ამბებიწყარო: 1tv.ge

„ბიბისი“ - მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნების დროს ჯო ბაიდენის ვაჟთან დაკავშირებული სტატიის გაზიარება FBI-დან მიღებული გაფრთხილების შემდეგ შეზღუდა

27 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/HQeSLAWVR.jpeg

„ფეისბუქის“ დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის თქმით, 2020 წლის არჩევნების დროს ჯო ბაიდენის ვაჟთან – ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებული სტატიის გაზიარება გამოძიების ფედერალური ბიუროდან (FBI) მიღებული გაფრთხილების შემდეგ შეზღუდა. გამოძიების ფედერალური ბიურო სოციალურ ქსელს რუსული პროპაგანდის სიჭარბეზე აფრთხილებდა.

„ბიბისის“ ცნობით, მარკ ცუკერბერგი განმარტავს, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს კონკრეტულად ბაიდენის ისტორიასთან დაკავშირებით გაფრთხილება არ მიუცია, თუმცა „ფეისბუქში“ ჩათვალეს, რომ ეს ისტორიაც ასეთივე კონტექსტის იყო. იმ პერიოდში „ნიუ იორკ პოსტი“ ირწმუნებოდა, რომ ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპიდან გავრცელებული ელექტრონული წერილები ადასტურებდა, რომ იმ დროს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საკუთარ ვაჟს უკრაინაში ბიზნესის წარმოებაში ეხმარებოდა. „ნიუ იორკ პოსტის“ სტატია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოიცა. ელექტრონული წერილებიდან ირკვეოდა, რომ ჰანტერ ბაიდენმა მამას წარუდგინა უკრაინის ენერგომაგნატი და შეხვედრა შეათანხმა, თუმცა ჯო ბაიდენის განრიგში ასეთი შეხვედრის გამართვა არ ფიქსირდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გაზეთი ექსკლუზიურ მონაცემებზე დაყრდნობით წერდა სტატიას და სხვა სააგენტოებს დედანთან წვდომა არ ჰქონიათ, საზოგადოებაში სკეპტიციზმი გამოიწვია და სოციალურ ქსელებში მასზე ცენზურა გავრცელდა. „ფეისბუქმა“ და „ტვიტერმა“ ამ სტატიების გაზიარება შეზღუდეს.

„აქ წინაისტორია ასეთია, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო მოვიდა ჩვენთან, ჩვენი გუნდის წევრებთან და გვითხრა – „მაინც, რომ იცოდეთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ“. ვფიქრობთ, 2016 წლის არჩევნებში ძალიან ბევრი რუსული პროპაგანდა იყო. გვაქვს შეტყობინება, რომ ძირითადად ასეთივე გროვა იქნება“, – იხსენებს გამოძიების ფედერალური ბიუროს გაფრთხილებას ცუკერბერგი.

აღსანიშნავია, რომ „ფეისბუქს“ სტატიის გაზიარება სრულად არ შეუზღუდავს, თუმცა ალგორითმის საშუალებით, შეიზღუდა კვირის განმავლობაში გადაზიარების ოდენობა.

ავტორი - სალომე თორაძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო