„ბიბისი“ - სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთი განზრახ ანელებს შეტევის ტემპს, რადგან ცდილობს, თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში

ამბები/ წყარო: 1tv.ge
„ბიბისი“ - სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთი განზრახ ანელებს შეტევის ტემპს, რადგან ცდილობს, თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში
ამბებიწყარო: 1tv.ge

„ბიბისი“ - სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთი განზრახ ანელებს შეტევის ტემპს, რადგან ცდილობს, თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში

24 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/-hlv5dZ4R.jpeg

„ბიბისის“ ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთი განზრახ ანელებს შეტევის ტემპს, რადგან ცდილობს, თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ტაშკენტში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

„სპეციალური ოპერაციის დროს ჩვენ მკაცრად ვიცავთ ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე – სამეთაურო პუნქტებზე, აეროდრომებზე, საწყობებზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე ხორციელდება მაღალი სიზუსტის იარაღით. ამავდროულად, ყველაფერი კეთდება, რათა თავიდან იქნას არიდებული მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. რა თქმა უნდა, ეს ანელებს შეტევის ტემპს, მაგრამ ჩვენ ამას შეგნებულად ვაკეთებთ“, – განაცხადა შოიგუმ.

უკრაინის ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსი სამხედროების მოქმედებების შედეგად, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, რადგან დარტყმების უმეტესობა ქალაქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მოდის.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო