„ბიბისი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. რეფერენდუმებზე უმრავლესობამ რუსეთთან შეერთებას მისცა ხმა
27 სექტემბერი, 2022
წინასწარი მონაცემებით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ ე.წ. რეფერენდუმებზე აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა რუსეთთან შეერთებას მისცა. ინფორმაციას „ბიბისი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების დაახლოებით მეხუთედი.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთთან შეერთებაზე თანხმობა ხერსონის რეგიონში 97%-მა მისცა ხმა, ზაპოროჟიეს რეგიონში 98%-მა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში 98%-მა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაშიც 98%-მა.
უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ. რეფერენდუმებს ყალბს უწოდებს და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.
ავტორი - გიორგი აფხაიძე
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო