ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს

2 ივლისი, 2022

erimedia_ravk/NodKgi6nR.webp

საქართველოში წამყვანმა სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტმა და ლეგენდარულმა ამერიკულმა მუსიკალურმა ბრენდმა ბილბორდმა, რომელიც მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს, ბილბორდ საქართველოს -Billboard Georgia-ს - დაარსების შესახებ განაცხადეს.

ახალი პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს სილქნეტის ციფრულ ეკოსისტემას და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი მუსიკალური კონტენტის შეთავაზების საშუალებას მისცემს. ბილბორდისთვის ეს პარტნიორობა, განუწყვეტელი გლობალური წინსვლის პროცესში, ახალი, საინტერესო საფეხურია.

მნიშვნელოვანია, რომ სილქნეტისა და ბილბორდის თანამშრობლობის შედეგად შეიქმნება პირველი ოფიციალური მუსიკალური ჩარტების სისტემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ასევე კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

მუსიკალურ ჟურნალისტიკაში ბილბორდი ოქროს სტანდარტს წარმოადგენს, რადგან ის ინდუსტრიაში საუკეთესო ჩარტებს ქმნის და მუსიკის ნებისმიერი ჟანრის ყველაზე სრულყოფილ ბაზას აწარმოებს. ამდენად, ქართული სამუსიკო სფეროსთვის ბილბორდის შემოსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ამის აღსანიშნად 2 ივლისს საუთჰემპტონში (ნიუ-იორკი) სილქნეტი გამართავს ღონისძიებას, რომელიც, ამავდროულად, საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს მიეძღვნება.

საუთჰემპტონის ხელოვნების ცენტრთან (Southampton Arts Center) და ჰემპტონის ჯაზის ფესტივალთან (Hamptons Jazz Festival) თანამშრომლობით გამართულ ღონისძიებას ამერიკისა და საქართველოს ბიზნესის, კულტურისა და დიპლომატიური სფეროს გამოჩენილი წარმომადგენლები დაესწრებიან; მათ შორისაა ამერიკული ჯაზის ლეგენდა ვინტონ მარსალისი (Wynton Marsalis), რომელიც Jazz at Lincoln Center Orchestra-სთან ერთად კონცერტს გამართავს.

“სილქნეტი ციფრული ეკოსისტემის ფართო სპექტრს ავითარებს, რომლის საფუძველი საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე საუკეთესო ხარისხის ინფრასტურტურით არის განპირობებული. ბილბორდისა და სილქნეტის პარტნიორობით ჩვენ გვინდა ბაზარზე წარმოვადგინოთ ყველაზე სრულყოფილი მსოფლიო დონის მუსიკალური და გასართობი კონტენტი და მასთან ერთად პირველებმა გავაცნოთ საზოგადოებას მუსიკალური ინდუსტრიის ყველა სიახლე და ინოვაცია, რომელსაც ეზიარებიან ჩვენი მომხმარებლები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ვისთვისაც ეს სიახლეები ყველაზე აქტუალურია. ამასთანავე, ბოლბორდ საქართველო ქართველ მუსიკოსებსაც მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ თავიანთი შემოქმედება. მინდა ამ პარტნიორობისთვის და ნდობისათვის მადლობა გადავუხადო ბილბორდს,”- განაცხადა სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.

ბილბორდი საქართველო და სილქნეტი აქტიურად ითანამშრომლებენ ბილბორდის გლობალურ პარტნიორებთან, რათა ქართველმა მუსიკოსებმა შეძლონ თავიანთი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა და მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე უკეთ წარმოჩენა.

ბილბორდის შესახებ

ბილბორდი გლობალური მუსიკალური ბრენდია, რომელიც მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს, როგორც შემსრულებლებს, ასევე მსმენელებს შორის. ასევე, ბილბორდი წარმოადგენს მსოფლიოში ნომერ პირველ ავტორიტეტულ მუსიკალურ ჟურნალს, რომელიც უპირობო ლიდერია მუსიკალური სიახლეების, ტრენდებისა და ინდუსტრიის განმსაზღვრელი ჩარტების წარმოებაში, ფლობს რა მუსიკალურ ჟანრთა ყველაზე სრულყოფილ და აღიარებულ ერთიან ბაზას. ამასთანავე, ბილბორდი პერიოდულად მასპინძლობს ყველაზე ელიტურ კონფერენციებსა და ღონისძიებებს, რომლებზეც მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი პირები იკრიბებიან.

სილქნეტის შესახებ

სილქნეტი ქვეყნის წამყვანი ფიქსირებული და მობილური ქსელის სატელეკომუნიკაციო ოპერატორია, რომელიც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ოჯახებსა და ბიზნესს სთავაზობს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს, როგორებიცაა მობილური მომსახურება, ფიქსირებული ინტერნეტი, მაუწყებლობის ტრანზიტი და ფიქსირებული ტელეფონია. სილქნეტს მინიჭებული აქვს მუდის (Moody’s) B1/სტაბილური და ფიტჩის (Fitch) B/სტაბილური საკრედიტო რეიტინგები. საქართველოს მასშტაბით სილქნეტს ჰყავს:

  • დაახლოებით 1.71 მილიონი მობილური ქსელის აბონენტი
  • დაახლოებით 186,000 ფიქსირებული ქსელის აბონენტი
  • დაახლოებით 306,000 ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტი
  • დაახლოებით 234,000 მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტი

(მონაცემები წარმოდგენილია 31/03/2022 მდგომარეობით; წყარო: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; მაუწყებლობის ტრანზიტი არ მოიცავს მობილური სტრიმინგის აპლიკაციის მომხმარებლებს)

სილქნეტი კავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ჯგუფის, სილქ როუდ ჯგუფის, ნაწილია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო