erimedia_ravk/pz9Rh2zIg.jpeg

ბიზნესმენი და მილიარდერი მოჰამედ ალ-ფაიედი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამბები
ბიზნესმენი და მილიარდერი მოჰამედ ალ-ფაიედი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამბები

ბიზნესმენი და მილიარდერი მოჰამედ ალ-ფაიედი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

erimedia_ravk/pz9Rh2zIg.jpeg
2 სექ

ბიზნესმენი და მილიარდერი მოჰამედ ალ-ფაიედი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალ-ფაიედი 30 აგვისტოს, „მშვიდად, სიბერისგან“ გარდაიცვალა.

მოჰამედ ალ-ფაიედი 1929 წლის 27 იანვარს, ეგვიპტეში დაიბადა, 1960-იან წლებში კი დიდ ბრიტანეთში გადასახლდა. Sunday Times Rich List-ის მიხედვით, ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო. წელს მისი ოჯახის ქონებამ £1,7 მილიარდი შეადგინა. სხვადასხვა დროს ალ-ფაიედი იყო საფეხბურთო კლუბ „ფულემის“, პარიზის სასტუმრო Ritz-ისა და ლონდონის უნივერმაღის Harrods მფლობელი.

მისი უფროსი ვაჟი დოდი ალ-ფაიედი პრინცესა დიანას ხვდებოდა და 1997 წლის აგვისტოში მასთან ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მოჰამედი მიიჩნევდა, რომ წყვილი შეთქმულების შედეგად მოკლეს და თავისი ვაჟისა და დიანას გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას მრავალი წლის განმავლობაში აფინანსებდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო