erimedia_ravk/zkMADzRSR.jpeg

„ბლექ სი არენა“ და ჯგუფი The Killers კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ამბები
„ბლექ სი არენა“ და ჯგუფი The Killers კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
ამბები

„ბლექ სი არენა“ და ჯგუფი The Killers კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

erimedia_ravk/zkMADzRSR.jpeg
16 აგვ

„ბლექ სი არენა“ და ჯგუფი The Killers 15 აგვისტოს გამართულ კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია“, – ნათქვამია „ბლექ სი არენას“ განცხადებაში.

რაც შეეხება The Killers-ის პოზიციას, ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ უნდოდათ ვინმეს გაღიზიანება და ბოდიშს იხდიან.

„ძვირფასო ქართველებო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! დასარტყამ საკრავებზე დასაკვრელად მსმენელის ამოპატიჟება, ჩვენი დიდი ხნის ტრადიციაა და როგორც სცენიდანაც ჩანდა, ერთ-ერთი მსმენელის ჩვენთან ერთად სცენაზე გამოჩენას თავდაპირველად ხალხი დადებითად შეხვდა. ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი იმის შესახებ, რომ The Killers-ის მსმენელები და თაყვანისმცემლები „ძმები და დები“ არიან, შეიძლება, არასწორად იქნას გაგებული. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს გაღიზიანება და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე ისევ დავბრუნდებით", - ნათქვამია ჯგუფის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს „ბლექ სი არენას“ სცენაზე, ჯგუფის The Killers კონცერტზე ჯგუფის წევრებმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანეს, რასაც კონცერტზე დამსწრე მაყურებლების უკმაყოფილება მოჰყვა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო