ბლინკენი - ევროპას აქვს შესაძლებლობა ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი რუსულ ენერგორესურსებს

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
ბლინკენი - ევროპას აქვს შესაძლებლობა ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი რუსულ ენერგორესურსებს
ამბებიწყარო: www.bpn.ge

ბლინკენი - ევროპას აქვს შესაძლებლობა ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი რუსულ ენერგორესურსებს

2 ოქტ

erimedia_ravk/N5s_bhVVg.jpeg

აშშ-ს ხელისუფლება ევროპაში არსებულ დღევანდელ სიტუაციას განიხილავს როგორც შესაძლებლობას, ევროპამ ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კანადის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, მელანი ჟოლისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვიხილეთ რა რუსეთის აგრესია უკრაინაში და რუსეთის მხრიდან ენერგორესურსების იარაღად გამოყენება, ჩვენ კვირების განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით ევროპელ პარტნიორებთან, ასევე მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან, რათა მსოფლიო ბაზრებზე ენეგორესურსების საკმარისი მარაგები ყოფილიყო. ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ წარმოება და ასევე ხელმისაწვდომი გავხადეთ ევროპისთვის თხევადი გაზი, რითაც ხელი შევუწყეთ რეგიონში ნავთობისა და გაზის დანაკლისის აღმოფხვრას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმოიშვა", - თქვა მან.

ბლინკენმა ასევე ახსენა ამერიკის მხრიდან ეროვნული რეზერვებიდან ნავთობის მარაგების გამოყენება, რათა ნავთობის ბაზარზე ფასები დარეგულირებულიყო.

„წინ კიდევ მძიმე სამუშაოების ჩატარება გველის, რომელიც მიმართული იქნება იქითკენ, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა ზამთარი გადალახონ. თავად ევროპა მოთხოვნის შემცირებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, ასევე ეძებს გზებს განახლებად ენერგიებზე გადასვლისთვის. საბოლოო ჯამში, ეს ამავდროულად არის წარმოუდგენელი შესაძლებლობა, ევროპამ ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვას რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებაზე", - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო