erimedia_ravk/DAU19KgIg.jpeg

ბლოგში "ათონის ფოტოარქივი" დიდი წმინდა იერარქის, წმინდა ნექტარიოს ეგინელის მანამდე უცნობი ფოტო გავრცელდა

ამბები
ბლოგში "ათონის ფოტოარქივი" დიდი წმინდა იერარქის, წმინდა ნექტარიოს ეგინელის მანამდე უცნობი ფოტო გავრცელდა
ამბები

ბლოგში "ათონის ფოტოარქივი" დიდი წმინდა იერარქის, წმინდა ნექტარიოს ეგინელის მანამდე უცნობი ფოტო გავრცელდა

erimedia_ravk/DAU19KgIg.jpeg
20 აგვ

ბლოგში "ათონის ფოტოარქივი" დიდი წმინდა იერარქის, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე დიდი სასწაულთმოქმედი მამის, წმინდა ნექტარიოს ეგინელის მანამდე უცნობი ფოტო გავრცელდა.

ფოტოზე აღბეჭდილია წმინდა ნექტარიოსი, რომელიც იმ დროს ალექსანდრიის საპატრიარქოს პენტაპოლის ეპისკოპოსად მსახურობდა. ფოტოზე ის ალექსანდრიის პატრიარქ სოფრონ IV-ის (1870-1899) გვერდით დგას.

წმინდა ნექტარიოსი 1889 წელს პატრიარქ სოფრონის მიერ ეპისკოპოსის ხარისხში აკურთხეს. თუმცა, წმინდა ნექტარიოსს პატრიარქთან ცილი დასწამეს, თითქოს თავად სურდა პატრიარქობა. შედეგად, ის ჩამოაშორეს დაკავებულ თანამდებობას და 1891 წელს საბერძნეთში დაბრუნდა, სადაც ქადაგებდა და ათენში წამყვანი საღვთისმეტყველო სკოლის დირექტორად მუშაობდა. წმინდა ნექტარიოსმა დააარსა წმინდა სამების დედათა მონასტერი კუნძულ ეგინაზე, სადაც დარჩენილი სიცოცხლე გაატარა და სადაც მისი სასწაულმოქმედი ნაწილები დღემდე განისვენებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო