„ბლოქსის” კომერციული დირექტორი - უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა გარდაუვალია

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
„ბლოქსის” კომერციული დირექტორი - უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა გარდაუვალია
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

„ბლოქსის” კომერციული დირექტორი - უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა გარდაუვალია

28 ივლისი, 2022

erimedia_ravk/RMDdyGz4g.webp

ბოლო პერიოდში კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები მუდმივად იზრდება. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.5% შეადგინა. დეველოპერული კომპანია „ბლოქსის“ კომერციული დირექტორის თეო გეგიაძის განმარტებით, უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული: ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც ძირითადი მასალების ფასების ზრდაა - არმატურის ღირებულება 20%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბეტონის - 15%-ით. ამასთან, საგრძნობლად გაძვირებულია ყველა სხვა სამშენებლო თუ სარემონტო მასალაც, რაც ბაზარზე ლოჯისტიკის გართულებამ გამოიწვია; 20%-მდეა გაზრდილი მუშახელის ანაზღაურებაც. საერთო ჯამში, მშენებლობის თვითღირებულება, დაახლოებით, 20%-ით არის გაძვირებული. „ყველა გარემოების გათვალისწინებით, როგორც მშენებარე, ასევე დასრულებული ბინების ფასის ზრდა გარდაუვალია. პანდემიას არანაკლები გავლენა ჰქონდა უძრავი ქონების ბაზარზე, თუმცა ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა თვითღირებულებაზე. ამ პერიოდამდე ვცდილობდით, შეგვენარჩუნებინა ფასი მიმდინარე პროექტებში, თუმცა უკვე მომდევნო თვიდან ჩვენს პროექტებში ღირებულება დაახლოებით 20%-ით მოიმატებს,“ - განმარტა „ბლოქსის“ კომერციულმა დირექტორმა თეო გეგიაძემ. „ამჟამად, თბილისში 7, ხოლო რეგიონებში 2 დასრულებული და მიმდინარე კომპლექსი გვაქვს. ვგეგმავთ სხვადასხვა მასშტაბურ პროექტს, რომელთა შესახებაც საზოგადოება მალე შეიტყობს. იქიდან გამომდინარე, რომ უძრავი ქონება საინვესტიციო დატვირთვას სულ უფრო მეტად იძენს, ვცდილობთ, ჩვენი პროექტები უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება, აირჩიოს, სად სურს ბინის შეძენა, დასრულებულ თუ მშენებარე კომპლექსებში,“ - განაცხადა „ბლოქსის“ კომერციულმა დირექტორმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო