Bloomberg - დიდი ბრიტანეთის პრემიე-მინისტრის სპეკულაცია გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით მარცხს განიცდის
24 სექტემბერი, 2022

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ლიზ ტრასის ისტორიული სპეკულაცია გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით, მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინების გარეშე, ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ჟურნალისტებმა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას "ავანტიურა" უწოდეს, ვინაიდან, მათი თქმით, ამან შესაძლოა გაერთიანებული სამეფოს ფულის ერთეულის, გირვანქა სტერლინგის კრიზისი გამოიწვიოს.
"მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გადასახადების შემცირება ბიუჯეტს 161 მილიარდი ფუნტი დაუჯდება. ენერგეტიკული გარანტიის პოლიტიკის გაგრძელება კი ამ თანხას მომდევნო ექვს თვეში კიდევ 60 მილიარდი ფუნტით გაზრდის", - ნათქვამია გამოცემაში.
ასეთი ქმედებებით ტრასი ცდილობს აჩვენოს, რომ შეუძლია დიდ ბრიტანეთს ენერგეტიკული კრიზისის გადალახვაში დაეხმაროს. მიუხედავად ამისა, გადასახადების შემცირება გამოიწვევს ინფლაციის მკვეთრ ზრდას, ნათქვამია გამოქვეყნებულ მასალაში.
მანამდე ბრიტანული გამოცემა The Guardian წერდა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ ენერგეტიკული გარანტიების შესახებ გამოაცხადა: ისინი გულისხმობს მომდევნო ორი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადების წელიწადში საშუალოდ 2500 ფუნტის ნიშნულზე გაყინვას.
მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების და რუსულ საწვავზე უარის თქმის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნები ენერგორესურსებზე ფასების მატებას და მკვეთრ ინფლაციას განიცდიან. საწვავზე, პირველ რიგში კი - გაზზე ფასის მომატების ფონზე, ევროპის წარმოებამ დიდწილად დაკარგა კონკურენტული უპირატესობა, რაც ასევე ეკონომიკის სხვა სექტორებსაც შეეხო.