Bloomberg - რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები პუტინს სერგეი შოიგუს და ვალერი გერასიმოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ
რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, „ეფესბეს“ მაღალჩინოსანთა ჯგუფი „ვაგნერის“ დაჯგუფების ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის პოზიციას იზიარებს, რომელიც ქვეყნის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის შეცვლას მოითხოვდა. იგივე ჯგუფი უკრაინაში უფრო აგრესიული ომის წარმოების და რუსეთში სრულმასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადების მომხრეა.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით „არ არსებობს იმის ნიშნები“, რომ კრემლი შოიგუსა და გერასიმოვის თანამდებობიდან გადაყენებას აპირებს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო