Bloomberg - „საქართველო – ადგილი, რომელიც თავგადასავლების შეგრძნებებს დაგიბრუნებს“

ამბები/ წყარო: gnta.ge
Bloomberg - „საქართველო – ადგილი, რომელიც თავგადასავლების შეგრძნებებს დაგიბრუნებს“
ამბებიწყარო: gnta.ge

Bloomberg - „საქართველო – ადგილი, რომელიც თავგადასავლების შეგრძნებებს დაგიბრუნებს“

3 ოქტ

erimedia_ravk/yRh4Nb44g.jpeg

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

"საქართველო – ადგილი, რომელიც თავგადასავლების შეგრძნებებს დაგიბრუნებს“, - ამ სათაურით Bloomberg-ი მკითხველს საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, ქართულ კულინარიასა და ღვინოს აცნობს.

"მოგზაურები ახალ მიმართულებებს ეძებენ, ევროპის უკვე კარგად გათელილი ტურისტული მარშრუტების მიღმა, საქართველო ვიზიტორებს თავგადასავლებს სთავაზობს, რომელიც მთელი წელი გრძელდება. რთულია კარგი ამბები უხმაუროდ დატოვო. 2013-19 წლებში საქართველოში ტურისტების რიცხვი 66%-ით გაიზარდა. პანდემიამდე საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 9.3 მილიონს მიაღწია. საქართველოს მოსახლეობა კი დაახლოებით 3.7 მილიონია. საქართველოს მიმართულებებით პირდაპირი ავიარეისი 53 ქალაქიდან სრულდება.

ზოგიერთ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდამ ტურისტული ლოკაციების გადატვირთვა გამოიწვია. ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ვენეცია, ამსტერდამი და ბარსელონა ტურისტებით გადავსებულია, ამ მხრივ საქართველო შედარებით აღმოუჩენილი ქვეყანაა.

Bloomberg-ის ბოლო კვლევების მიხედვით გამოკითხულთა 61% ახალი ტურისტული მიმართულების მონახულებას გეგმავს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ახალ თავგადასავალს ეძებს, სურს გაეცნოს ახალ კულტურასა და სამზარეულოს. 50%-ს კი ბუნებასთან სიახლოვე სურს.

საქართველო საუკეთესო მიმართულებაა დააკმაყოფილოს ეს სასურველი მოთხოვნები. ქვეყნის სტუმართმოყვარეობის დიდი კულტურიდან გამომდინარე მოგზაურები თბილ დახვედრას ელიან. ქართველებისთვის სტუმარი ღვთის საჩუქარია“, - წერს Bloomberg.

სტატიაში დეტალურად აღწერილია საქართველოს ბუნება, იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლები, საზღვაო და სამთო კურორტები, კერძები და ღვინის 8 ათასწლოვანი ისტორია.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედია პლატფორმა Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორ ვიდეორგოლს იღებს. კამპანიის ფარგლებში სამი სტატია მზადდება, რომელიც სოციალურ ქსელებში განთავსება (Facebook, Twitter, Instagram).

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო