erimedia_ravk/IlWBBuZIg.png

Bloomberg - უკრაინის ევროპელი პარტნიორები შეშფოთებულნი არიან აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების შეჩერებით

ამბები
Bloomberg - უკრაინის ევროპელი პარტნიორები შეშფოთებულნი არიან აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების შეჩერებით
ამბები

Bloomberg - უკრაინის ევროპელი პარტნიორები შეშფოთებულნი არიან აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების შეჩერებით

erimedia_ravk/IlWBBuZIg.png
2 ოქტ

უკრაინის დასავლელი პარტნიორები შეშფოთებულნი არიან აშშ-ში შექმნილი ვითარებით, სადაც, შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო, უკრაინის სამხედრო დახმარება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ევროპაში შიშობენ, რომ აშშ იზოლაციონიზმისკენ სწრაფვასა და საშინაო პოლიტიკაზე ფოკუსირებას დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, ამერიკის მიერ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით სიტუაცია შემაშფოთებელია და სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს. მისივე განმარტებით, პრეზიდენტი პუტინი და სხვა აგრესორები შესაძლოა გათამამდნენ დასავლეთის ურყევი მხარდაჭერის ნაკლებობით. კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც სააგენტო Bloomberg-ი „ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერად“ მოიხსენიებს, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ამ სიტუაციის შემდგომ გაუარესებას პროგნოზირებს.

"უმეტესი ჩვენგანისთვის, ვინც უკრაინას ვუჭერთ მხარს, ეს მოულოდნელი იყო. ამან შეიძლება გამოიწვიოს იმ ქვეყნების ზრდა, რომლებიც ან არ უჭერენ მხარს უკრაინას ან არ უსურვებენ მას გამარჯვებას. ვითარება აშკარად გამოსწორებადია, თუმცა, სიტუაცია დისკუსიის სირთულეზე მეტყველებს", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Bloomberg-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

ზოგიერთი მოკავშირე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კომენტარებზე მიუთითებს, რომელმაც კონგრესს უბრძანა სწრაფად აღედგინა უკრაინის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსება.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა გასაგებად თქვა, რომ ეს არ ცვლის მის შეხედულებებს უკრაინის შეუფერხებელი მხარდაჭერისა და დაფინანსების აუცილებლობაზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, საშინაო პოლიტიკა ამ ყველაფერზე დიდ გავლენას ახდენს", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა.

ორშაბათს, ევროკავშირის კოლეგებთან მოლაპარაკებების წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ მისი მთავრობა აშშ-ის კონგრესში ორივე პარტიასთან მუშაობს მუდმივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

"ჩვენ არ ვთვლით, რომ აშშ-ს მხარდაჭერა განადგურდა, ვინაიდან აშშ-ში კარგად ესმით, რა დევს სასწორზე უკრაინაში. საკითხავია, ის რაც მოხდა, ინციდენტია თუ სისტემური. ვფიქრობ, ეს იყო ინციდენტი", - განუცხადა კულებამ ჟურნალისტებს.

მედიის ცნობით, გასულ შაბათს აშშ-ის კონგრესმა თვენახევრის ვადით ახალი დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინის ახალი დახმარების პაკეტების დაფინანსებას საერთოდ არ ითვალისწინებს. აშშ-ის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე შიდაპოლიტიკური ბრძოლის გაძლიერების გამო, უკრაინის მხარდაჭერის საკითხი იზოლაციონისტებსა და სხვა კანონმდებლებს შორის დებატების საგანი გახდა.

უკრაინის ოფიციალური პირები თვლიან, რომ ამის გამო განგაშის ატეხვა არ ღირს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, მსგავსი საბიუჯეტო ბრძოლები, რომლის მსხვერპლი ამჯერად უკრაინა გახდა, აშშ-ში ყოველწლიურად იმართება. მათი განმარტებით, უკრაინის ხელისუფლება მუშაობს იმისთვის, რომ ამერიკული დახმარება სრულად აღდგეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო