erimedia_ravk/xyEnnJgIg.jpeg

„ბლუმბერგი“ - დასავლური კომპანიები რუსულ ნავთობს „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებულ ზღვრულ ფასზე ძვირად ყიდულობენ

ამბები
„ბლუმბერგი“ - დასავლური კომპანიები რუსულ ნავთობს „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებულ ზღვრულ ფასზე ძვირად ყიდულობენ
ამბები

„ბლუმბერგი“ - დასავლური კომპანიები რუსულ ნავთობს „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებულ ზღვრულ ფასზე ძვირად ყიდულობენ

erimedia_ravk/xyEnnJgIg.jpeg
22 აგვ

„ბლუმბერგის“ ცნობით, დასავლური კომპანიები რუსულ ნავთობს „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებულ ზღვრულ ფასზე ძვირად ყიდულობენ. ამის შესახებ „ბლუმბერგს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა.

მათივე ცნობით, იმ ხომალდების 40%, რომლებსაც რუსული ნავთობი ბალტიისა და შავი ზღვის გავლით გააქვთ, დასავლურ კომპანიებს ეკუთვნით. ისინი ვალდებული არიან ზღვრული ფასი დაიცვან, თუმცა, ბევრი გემთმფლობელის და სადაზღვევო კომპანის თქმით, არ აქვთ შესაძლებლობა, პროდუქციის ზუსტი ფასი დაადგინონ. ამასთან, ბევრ გემს, რომელიც რუსეთის ნავთობის გადაზიდვაშია ჩართული, კვლავაც ლონდონში აზღვევენ.

როგორც გამოცემა წერს, ბევრ სადაზღვევო კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ნავთობის შეძენის შესახებ ცნობის წარდგენა, სადაც ნათქვამია, რომ ის ზღვრულ ფასად არის შესყიდული, საკმარისი არ არის.

ცნობილია, რომ „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ერთი ბარელი „ურალსის“ ტიპის ნავთობის ზღვრულ ფასად 60 დოლარი დააწესეს.

18 აგვისტოს „უოლ სთრით ჯორნალმა“ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ სანქციებით დაემუქრა თურქულ კომპანიებს, რომლებიც რუსული ნავთობით ვაჭრობაში მონაწილეობენ. როგორც ამერიკული გამოცემა წერს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა შეძლო ნავთობის ზოგიერთ ბაზარზე წილის გაზრდა. მაგალითად, რუსეთი უზრუნველყოფს ინდოეთში ნავთობის 40%-ს, როცა ომამდე რუსეთის წილი 3% იყო.

მანამდე გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერდა, რომ რუსული ნავთობი პრიმორიეს მხარეში პორტ კოზმინოს გავლით სანქციების გვერდის ავლით იყიდება და ერთი ბარელის ფასი 73 დოლარს შეადგენს.

დეკემბერში ბრიტანული „ფაინენშალ თაიმსი“ იუწყებოდა, რომ რუსეთი ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ აყალიბებს, რომელიც დაახლოებით 100 მოძველებულ ტანკერს აერთიანებს და ამ ხომალდებით ნავთობის გადაზიდვა ინდოეთში, ჩინეთსა და თურქეთში სანქციების გვერდის ავლით ხდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო