erimedia_ravk/BsrWgkv4R.jpeg

"ბონჩო", "ლავასოღლი", "ბაბუ" - ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ოთხი პირი დააკავეს, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ამბები
"ბონჩო", "ლავასოღლი", "ბაბუ" - ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ოთხი პირი დააკავეს, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
ამბები

"ბონჩო", "ლავასოღლი", "ბაბუ" - ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ოთხი პირი დააკავეს, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

erimedia_ravk/BsrWgkv4R.jpeg
3 ნოე

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი დააკავა.

დაკავებულებიდან სამი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნარამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია. ამასთან, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს, მეტსახელად "ბონჩოს" და კიდევ ერთ პირს.

აღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ "კანონიერი ქურდობა", "ქურდული სამყაროს" წევრობა", "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული და სხვა ბრალდებული პირები აქტიურად მონაწილეობდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში, პირადი სარგებლისა და უპირატესობის მიღების მიზნით ერთვებოდნენ მოქალაქეთა და "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფ პირებს შორის წარმოშობილი პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში, ასევე, „ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში, უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდებს" , მათ შორის მინდია ლავასოღლის, ასლან ქობულაძეს, მეტსახელად "ბაბუ"-ს და მათგან მითითებებს იღებდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდი" (მეტსახელად "ბონჩო"), ქონებრივი სარგებლის მისაღებად, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მართავდა და ორგანიზებას უწევდა საქართველოში მცხოვრებ, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერ პირებს, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ პირებს. კერძოდ, აღნიშნული პირების მეშვეობით უკავშირდებოდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომლისგანაც ბრალდებულები ქართველი ბიზნესმენისგან სესხის სახით გამორთმეული თანხის - 55 000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ე.წ. ქურდული გარჩევის გზით.

გამოძიება "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო