erimedia_ravk/HFspXERIg.jpeg

ბორჯღალოსნები | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

ამბები
ბორჯღალოსნები | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
ამბები

ბორჯღალოსნები | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

erimedia_ravk/HFspXERIg.jpeg
24 აგვ

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ედინბურგში, მასპინძელ შოტლანდიასთან ბოლო რეპეტიციას გაივლიან, რის შემდეგაც გეზს საფრანგეთისკენ აიღებენ და ავსტრალიასთან მატჩისთვის ლა როშელში მოემზადებიან.

„მარიფილდზე“ თამაში 26 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა უკვე დაასახელა 23-კაციანი შემადგენლობა:

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. მირიან მოდებაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. გიორგი კვესელაძე.

erimedia_ravk/5lzLXEgIR.jpeg

შოტლანდიასთან თამაშს იწყებს და მე-100 კეპს მოიხვეჭს შალვა მამუკაშვილი. დავით კაჭარავას, მერაბ კვირიკაშვილის, სანდრო თოდუას, გიორგი ჩხაიძისა და ლაშა მალაღურაძის შემდეგ, ის გახდება მეექვსე ქართველი ცენტურიონი, რომელმაც 100-იან ნიშნულს უწია.

ბორჯღალოსნები შოტლანდიას მეექვსედ ერკინებიან და ზედიზედ მესამედ ითამაშებენ „მარიფილდზე“, რომელიც სარაგბო მექაა და 67 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს.

მოსამზადებელ ეტაპზე ბორჯღალოსნებმა ორი თამაში გამართეს და ორივე სარეკორდო სხვაობით მოიგეს – რუმინეთთან 56-6 და აშშ-სთან 22-7.

მოცემული მომენტისთვის შოტლანდია 84.01 ქულით მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილზეა. საქართველოს 76.23 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა. გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები 1,78 ქულას მიიღებენ და მე-10 პოზიციაზე მყოფ უელსს მიუახლოვდებიან, რომელსაც 78.26 ქულა აქვს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო