ბორჯომში ხანძრის ქრობის ღონისძიებებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

ამბები/ წყარო: imedinews.ge
ბორჯომში ხანძრის ქრობის ღონისძიებებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
ამბებიწყარო: imedinews.ge

ბორჯომში ხანძრის ქრობის ღონისძიებებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

21 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/fpU4yWZVR.jpeg

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია და ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობენ: 250 მეხანძრე-მაშველი; 50 სახანძრო-სამაშველო და სხვა ავტოტექნიკა;​ დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი;​ ქრობის ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი; ადგილზე იმყოფება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი; მობილიზებული არიან ადგილობრივი პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში უკვე ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალები. ამ ეტაპზე ადგილზე იმყოფება: ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა MTLB (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები.

ხვალ დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღმოსავლეთის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდებიან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თავის მხრივ ბორჯომის ხეობაში უკვე გააგზავნა ბულდოზერები და წყალმზიდები (სატვირთო მანქანები წყლის ცისტერნით). ამ დროისთვის წყალმზიდების მობილიზება სხვა რეგიონებიდანაც გრძელდება.

ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ჩართული არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა დღეს დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული კლდოვანი რელიეფი ართულებს.

ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი გუშინ გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო