ბოსფორის სრუტეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხომალდის გავლის გამო, თურქეთის ელჩს უკრაინის საგარეო უწყებაში ნოტა გადასცეს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
ბოსფორის სრუტეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხომალდის გავლის გამო, თურქეთის ელჩს უკრაინის საგარეო უწყებაში ნოტა გადასცეს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

ბოსფორის სრუტეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხომალდის გავლის გამო, თურქეთის ელჩს უკრაინის საგარეო უწყებაში ნოტა გადასცეს

30 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/BPklAwW4g.webp

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩს ნოტა გადასცა ბოსფორის სრუტეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხომალდ Sparta II-ის გავლასთან დაკავშირებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, სირიიდან რუსეთში S-300PMU-2 სარაკეტო სისტემები გადაჰქონდა, - ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 29 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი იაგმურ აჰმეთ გიულდერე დაიბარა, რომელსაც მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი ტოჩიცკიმ, აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით ვერბალური ნოტა გადასცა.

ტოჩიცკიმ თურქეთის ელჩთან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ 1936 წლის 20 ივლისის სრუტეების რეჟიმის შესახებ კონვენციის დებულებების თანახმად, აღნიშნული ხომალდი ექვემდებარება კონვენციის მიზნებისათვის სამხედრო გემის განმარტებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თურქულ მხარეს სთხოვა, წარმოადგინოს ოფიციალური ინფორმაცია ტვირთის შესახებ, რომელიც ხომალდმა Sparta II ბოსფორის სრუტის გავლით გადაიტანა, ასევე იმ ზომების შესახებ, რომლებსაც თურქეთმა მიმართა კონვენციის დებულებების შესასრულებლად და რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე მკაცრად დაიცავს 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებას რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსული ხომალდებისთვის შავი ზღვის სრუტეების დახურვის შესახებ, თურქეთის თანმიმდევრული პოზიციის შესაბამისად, მხარი დაუჭიროს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეგახსენებთ, რომ Naval News-ის დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების ინფორმაციით, რუსეთმა შესაძლოა, რუსეთმა შეძლო სირიის ბაზებიდან ბოსფორის გავლით შავ ზღვაში გადაიტანა რაკეტები S-300 კომპლექსისთვის.

არსებული ცნობებით, ხომალდი ტარტუსის პორტიდან 20 აგვისტოს გავიდა, ბოსფორის სრუტე 24-25 აგვისტოს ღამით გადაკვეთა და 27 აგვისტოს ნოვოროსიისკში ჩავიდა.

უკრაინული მედიის ცნობით, Sparta II კომპანია „ობორონლოგისტიკას“ ეკუთვნის, რომელსაც აშშ-მა მაისში სანქციები დაუწესა და რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო