erimedia_ravk/VFCCuuVVg.jpeg

ბოტანიკურ ბაღში 8-9 ოქტომბერს „პურის ფესტივალი“ გაიმართება

ამბები
ბოტანიკურ ბაღში 8-9 ოქტომბერს „პურის ფესტივალი“ გაიმართება
ამბები

ბოტანიკურ ბაღში 8-9 ოქტომბერს „პურის ფესტივალი“ გაიმართება

erimedia_ravk/VFCCuuVVg.jpeg
7 ოქტ

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 8-9 ოქტომბერს „პურის ფესტივალი“ მესამედ ჩატარდება.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია.

ფესტივალი თეატრალიზებული წარმოდგენით გაიხსნება, სადაც პურის ცხობის ძველი ტრადიციები გაცოცხლდება, მუსიკალურ ფონს კი ქართული ფოლკოლური ანსამბლი შექმნის.

დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში, ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ შემეცნებით ილუსტრაციას იხილავს. ამასთან, ადგილზე ძველი ისტორიული ფოტოების გამოფენა იქნება, რომელზეც პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტებია ასახული.

„პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა სახეობის ქართული პური დააგემოვნოს და თემატურ გათამაშებებში ჩაერთოს. ფესტივალს მუსიკალურად გიორგი ცხადაძის ბენდი გააფორმებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო