ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური დაინიშნა
3 ოქტ
ფოტო: Reuters
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ლუის ინასიუ „ლულა“ და სილვა და ჟაირ მესიას ბოლსონარუ დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ხმათა უმრავლესობა უკვე დათვლილია და და სილვას მხარი ამომრჩეველთა 48%-მა დაუჭირა, ბოლსონარუს კი 43%-მა. პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმათა 50%-ზე მეტის დაგროვება ესაჭიროება.
ჟაირ მესიას ბოლსონარუ ქვეყნის მოქმედი, ლუის ინასიუ „ლულა“ და სილვა კი ყოფილი პრეზიდენტია. საარჩევნო კამპანია საკმაოდ აგრესიულად მიმდინარეობდა და ორივე კანდიდატი ერთმანეთს ბრაზილიური დემოკრატიისთვის საფრთხედ წარმოაჩენდა.