„ბრიქსის“ ლიდერებმა გაერთიანებაში ახალ წევრებად კიდევ ექვსი ქვეყნის მიწვევა გადაწყვიტეს
„ბრიქსის“ ლიდერებმა გაერთიანებაში ახალ წევრებად კიდევ ექვსი ქვეყნის: არგენტინის, ეგვიპტის, ირანის, ეთიოპიის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიწვევა გადაწყვიტეს. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოზამ განაცხადა, რომელიც იოჰანესბურგში „ბრიქსის“ სამდღიან სამიტს მასპინძლობს.
ხუთი ქვეყნის: ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის გაერთიანების სამიტზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ბლოკის გაფართოება იყო.
სამხრეთ აფრიკაში სამიტი დღეს სრულდება. „ბრიქსის“ სამიტზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენდა.
ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო